თბილისში 41 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა - რომელია ყველაზე მოთხოვნადი უბნები
2024 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41 284 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 12%-ით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
ამასთან, „ქოლიერსის“ კვლევის თანახმად, TOP 3 უბანი ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით: სამგორი, საბურთალო და დიდი დიღომი იყო. უფრო კონკრეტულად: სამგორში გასულ წელს დაფიქსირდა - 8 287 ტრანზაქცია; დიდ დიღომში - 8 207 ტრანზაქცია, ხოლო საბურთალოს რაიონში - 7 692 ბინა გაიყიდა.
რაც შეეხება სხვა უბნებს, ტრანზაქციების მიხედვით, მონაცემები ასეთია:
გლდანი - 4 217 ტრანზაქცია;
დიდუბე - 3 951 ტრანზაქცია;
ნაძალადევი - 3 797 ტრანზაქცია;
ჩუღურეთი - 1 150 ტრანზაქცია;
ვაკე - 843 ტრანზაქცია;
კრწანისი - 1 240 ტრანზაქცია;
მთაწმინდა - 847 ტრანზაქცია;
ისანი - 528 ტრანზაქცია;
ბაგები - 230 ტრანზაქცია;
ფონიჭალა - 172 ტრანზაქცია;
წყნეთი - 65 ტრანზაქცია;
დიდგორი - 58 ტრანზაქცია.