თეგებით ძიება

როგორ ააშენეს სსრკ-ში მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახლი 3000 ბინით

საბჭოთა არქიტექტურა ყოველთვის მოსაწყენი და ერთფეროვანი არ ყოფილა, ზოგჯერ არქიტექტორები ახერხებდნენ თავიანთი უჩვეულო იდეები განეხორციელებინათ. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახლი უკრაინაში, ქალაქ ლუცკში საბჭოთა პერიოდში აშენდა. 

საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 1969 წელს დაიწყო და თერთმეტი წელი გაგრძელდა. შენობის სიგრძე ღერძის გასწვრივ, 1,75 კმ-ია, განშტოებებთან ერთად კი თითქმის 3 კილომეტრი. 

შენობაში 120 სადარბაზო და სამი ათასზე მეტი ბინაა, სადაც დაახლოებით 10 000 ადამიანი ცხოვრობს. ეს შენობა არა მარტო სსრკ-ში, არამედ მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახლი გახდა და დღემდე მისი ანალოგი არ არსებობს.

სინამდვილეში, ეს არა ერთი, არამედ 5-დან 9 სართულამდე სიმაღლის, 38 სახლია, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, რაც საბჭოთა ეპოქაში საკმაოდ თამამ იდეად ითვლებოდა. რეკორდსმენი სახლის სხვადასხვა ნაწილებს სხვადასხვა მისამართები აქვთ, რომ ფოსტალიონებმა საჭირო ადამიანის მოძებნა შეძლონ. 

სახლი იმდენად გრძელია, რომ ერთდროულად, ორ გამზირზეა განთავსებული. უფრო მეტიც, ქალაქი ლუცკის მთელი 33-ე კვარტალი პრაქტიკულად ამ ერთი შენობისგან შედგება. ხალხი მას ჩინეთის დიდი კედლის სახელით მოიხსენიებს, რადგან სახლის თავიდან ბოლომდე  ავტობუსის რამდენიმე გაჩერებაა გასავლელი.

აღსანიშნავია, რომ რეკორდსმენ სახლზე შესაბამისი წარწერა არ არის დატანილი და ბევრმა მაცხოვრებელმა არ იცის, რომ  მისი სახლი მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახლია. ისინი ამბობენ, რომ თავიდან საკუთარი სადარბაზოს პოვნა უჭირდათ, მაგრამ როცა ეზოში ხეები და ყვავილები დარგეს, ორიენტირება  უფრო ადვილი გახდა.

ადგილობრივმა ტურისტულმა სააგენტომ სახლის მაცხოვრებლებს შენობის სახურავზე ექსკურსიების მოწყობა და შემოსული თანხის სახლის კეთილმოწყობაზე დახარჯვა შესთავაზა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა