თეგებით ძიება
12. 02. 2025 სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ „ბაკურიანი 2025“-ზე მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი დაიკავა

ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბათუმში მოკლე პროგრამაში იასპარეზა ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ. სპორტსმენმა მსაჯებისგან 58,84 ქულა დაიმსახურა და მოკლე პროგრამის დასრულების შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.

15 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით 14 თებერვალს იასპარეზებს.

„ბაკურიანი 2025“-ის შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში რვა სპორტის სახეობაში იმართება. ფესტივალში მონაწილეობას ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოსული 1000-ამდე სპორტსმენი იღებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა