თეგებით ძიება

რუსეთის დუმა იხილავს კანონპროექტს, რომლითაც ბავშვებისთვის დასარქმევად დაშვებული სახელების სია განისაზღვრება

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისთვის დასარქმევად დასაშვები სახელების სიის შექმნას.

ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ტატიანა ბუტსკაიას თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ნებადართული სახელების „დიდი დახურული სიის“ შექმნას.

მისი თქმით, ახალი ინიციატივის მიზანია დაიცვან ბავშვები იმისგან, რომ მათ დაარქვან ისეთი სახელები, როგორიცაა პელმენი, მაგიდა, სკამი და ა.შ. 

მისივე თქმით, კანონპროექტის შემუშავებისას თავდაპირველი იდეა იყო გოგოებისთვის მამრობითი და ვაჟებისთვის ქალის სახელების მინიჭების აკრძალვა.

წყარო: კომერსანტი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა