თეგებით ძიება

„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

„თბილისი ენერჯი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზმომარაგების აღდგენის პროცესს მოსახლეობის მიერ ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს. 

„საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 105 955 აბონენტს.

ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი 380 , საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა.

სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი.

სამუშაოები გრძელდება.

რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც. ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა