თეგებით ძიება

"უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია" - რა განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა "რამშტაინის ფორმატის" შეხვედრაზე

"უკ­რა­ი­ნის 2014 წლამ­დე არ­სე­ბულ სა­ზღვრებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მი­ზა­ნია", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის თავ­დაც­ვის მდი­ვან­მა, პიტ ჰეგ­სეტ­მა ე.წ. რამშტა­ი­ნის ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

“ჩვენ, ისე­ვე რო­გორც თქვენ, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი უკ­რა­ი­ნა გვსურს, მაგ­რამ იმის აღი­ა­რე­ბით უნდა და­ვი­წყოთ, რომ უკ­რა­ი­ნის 2014 წლამ­დე არ­სე­ბულ სა­ზღვრებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მი­ზა­ნია. ამ ილუ­ზი­უ­რი მიზ­ნის დევ­ნა მხო­ლოდ გა­ა­ხან­გრძლი­ვებს ომს და მეტ ტან­ჯვას გა­მო­იწ­ვევს.

უკ­რა­ი­ნის­თვის მყა­რი მშვი­დო­ბა უნდა მო­ი­ცავ­დეს უსაფრ­თხო­ე­ბის მტკი­ცე გა­რან­ტი­ებს, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას, რომ ომი კვლავ არ და­ი­წყე­ბა. ეს “მინ­სკი 3.0” არ უნდა იყოს.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აშშ-ს არ სჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის ნა­ტო­ში წევ­რო­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის რე­ა­ლის­ტუ­რი შე­დე­გია. ამის სა­ნაც­ვლოდ, უსაფრ­თხო­ე­ბის ნე­ბის­მი­ერ გა­რან­ტი­ას ზურგს უნდა უმაგ­რებ­დეს ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი ევ­რო­პე­ლი და არა­ევ­რო­პე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი.

თუ ეს სამ­ხედ­რო­ე­ბი რამე მო­მენ­ტში უკ­რა­ი­ნა­ში გან­ლაგ­დე­ბი­ან, რო­გორც მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი, ისი­ნი უნდა გან­ლაგ­დნენ, რო­გორც არა-ნა­ტოს მი­სი­ის ნა­წი­ლი და მათ­ზე “მე-5 მუხ­ლი” არ უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს. ასე­ვე სა­კონ­ტაქ­ტო ხა­ზის მტკი­ცე სა­ერ­თა­შო­რი­სო დაკ­ვირ­ვე­ბა უნდა იყოს. ნა­თე­ლი რომ ვიყო, არ­ცერ­თი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ის ნა­წი­ლად აშშ-ის სამ­ხედ­რო­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში არ გან­ლაგ­დე­ბი­ან.

ეფექ­ტი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­ის ხელ­შე­სა­წყო­ბად და ენერ­გი­ის ფა­სე­ბის და­სა­წე­ვად, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ომის მან­ქა­ნის და­ფი­ნან­სე­ბას ახ­დე­ნენ, პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ამე­რი­კის ენერ­გე­ტი­კის წარ­მო­ე­ბას და სხვა ქვეყ­ნებ­საც იმა­ვეს მო­უ­წო­დებს. ენერ­გი­ის უფრო და­ბა­ლი ფა­სე­ბი, ენერ­გე­ტი­კის სან­ქცი­ე­ბის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან ერ­თად, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა რუ­სე­თის [მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის] მა­გი­დას­თან მიყ­ვა­ნა­ში,” - გა­ნა­ცხა­და ჰეგ­სეტ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა