ტრამპის ადმინისტრაციამ "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" დაფინანსება შეაჩერა - The Free Press
დონალდ ტრამპმა "დემოკრატიის ეროვნულ ფონდს" (NED) დაფინანსება შეუზღუდა.
ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას,The Free Press-ი ავრცელებს.
გამოცემა The Free Press-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ილონ მასკის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა (DOGE) აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს უბრძანა, შეეჩერებინა NED-ისთვის თანხების გადარიცხვა, რამაც ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა.
აღსანიშნავია, რომ "დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა" 2025 ფისკალური წლისთვის აშშ-ის მთავრობისგან 315 მილიონი დოლარი მიიღო.
NED-ი, რომელიც შექმნილია 1983 წელს ორპარტიული მხარდაჭერითა და პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მხარდაჭერით,მიზნად ისახავდა თავდასხმას საბჭოთა "ბოროტების იმპერიაზე“ მის ყველაზე სუსტ წერტილში: დემოკრატიული ლეგიტიმაციის ნაკლებობა.