თეგებით ძიება

„კითხვები მუქარის შემცველ კომენტარებზე იყო“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა

მალხაზ მაჩალიკაშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. როგორც თავად მაჩალიკაშვილმა განაცხადა, კითხვები ძირითადად მის "ფეისბუკ" სტატუსებს ეხებოდა.

"დაისვა კითხვები მოვუწოდებ დუ არა საზოგადოებას გამოვიდნენ აქციებზე. ასევე, პოსტი მუქარის შემცველი ტონით რატომ ქვეყნდება და მე ავუხსენი მათ, რომ ჩემი ქართული შეიძლება მუქარის ტონით ისმოდეს, მაგრამ როგორც ასეთი, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოსტები მუქარის შემცველია. ყოველთვის, ჩემს გვერდზე იტვირთება პოსტები, რომ გამოვიდნენ აქციებზე, მაგრამ კითხვები უფრო მუქარის შემცველ კომენტარებზე იყო", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კონკრეტულად რა საქმის ფარგლებში დაკითხეს მალხაზ მაჩალიკაშვილი უცნობია - ადვოკატის განცხადებით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა