თეგებით ძიება

შევიძინეთ კონტეინერი ადამიანისთვის, რომელსაც პირდაპირ ქუჩაში სძინავს - აკა სინჯიკაშვილი კონტეინერის დასადგმელ ადგილს ეძებს

„გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ რა, იქნებ საჭირო ადამიანამდე მივიდეს“ - სცენარისტი და საქველმოქმედო პროექტების ავტორი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

მოკლედ -  შევიძინეთ კიდევ ერთი კონტეინერი ადამიანისთვის, რომელსაც  პირდაპირ ქუჩაში სძინავს და ასეთი დაუმთავრებელი პრობლემა გვაქვს სულ, რომ ვერ ვპოულობთ ადგილს, სადაც დავდგამთ.

🔴 თბილისში, იქნებ ვინმეს გქონდეთ ან გეგულებოდეთ 15 კვადრატული თავისუფალი მიწა სადაც დროებით დავდგამთ ამ კონტეინერს. როცა გვეტყვით, სხვაგან გადავიტანთ.

ან იქნებ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, მერიიდან ან სახელმწიფოს მხრიდან.

ამხელა ქალაქში, ერთი ბეწო ადგილი როგორ ვერ უნდა ვნახოთ, რომ უბრალოდ დავდგათ ასეთი კონტეინერები და ახლოს დენის წყარო იყოს.

🔴 გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ რა, იქნებ საჭირო ადამიანამდე მივიდეს ეს ამბავი. სასიამოვნო საყურებელი ხომ არაა არა? როცა ადამიანები ქუჩაში იყინებიან. სითბოს და საჭმელს ყველა იმსახურებს მართლა.

დაგვეხმარეთ რა - წერს აკა სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა