„კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერას ჯერ ვერ მიწუნებენ“ - შსს-მ პაატა ბურჭულაძე 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს-მ პაატა ბურჭულაძე დააჯარიმა - საოპერო მომღერალს პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან.
გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 ლარიანი ჯარიმით!
პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.
გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან.
კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერა ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე.
ამასაც გავუძლებთ!
ბრძოლა ბოლომდე!
თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს! - წერს სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძე.