თეგებით ძიება

ICC პროკურორს, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს სანქციები დაუწესა. სანქციების თანახმად, ნებისმიერი აქტივი, რომელსაც კარიმ ხანი აშშ-ში ფლობს, არის გაყინული და მას ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

სანქციები შეესაბამება აღმასრულებელ ბრძანებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მოაწერა ხელი, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

პროკურორ კარიმ ხანს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის წინააღმდეგ დაკავების ორდერები აქვს შევსებული. ასევე, კარიმ ხანს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა