თეგებით ძიება

ნახეთ ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრცეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

ნამდვილი არქიტექტორისთვის სტანდარტული პროექტი არ არსებობს. მისთვის თითოეული ნამუშევარი განსხვავებული და უნიკალურია, ზოგჯერ კი კომპრომისების ძიებაში ისეთი უჩვეულო ობიექტები იქმნება, როგორიც ეს ვიწრო სახლია, რომელიც ჩიკაგოს გარეუბანში აშენდა.

ერთი ჩვეულებრივი, ამერიკული კვარტალის განაშენიანების შემდეგ სამკუთხედის ფორმის თავისუფალი მიწის ნაკვეთი დარჩა, რომლის ფართობი მხოლოდ 0,04 ჰექტარს (400 კვ.მ.) შეადგენდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი გაყიდვა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო, რის გამოც ფასი მინიმუმამდე შემცირდა.

საბოლოოდ, მიწა ადგილობრივი არქიტექტურული ფირმის თანამშრომელმა, გრეგ ვაისმანმა იყიდა და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენება გადაწყვიტა, თუმცა პირველ სირთულეებს შეეჯახა. საქმე ის იყო, რომ მიწის ნაკვეთს არა მხოლოდ უცნაური, მოუხერხებელი ფორმაც ჰქონდა, არამედ, ამასთანავე შენობას, ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ტერიტორიის 40% მეტი არ უნდა დაეკავებინა. ამასთან სახლის მფლობელი ვალდებული იყო, სახლსა და გზის სავალი ნაწილის შორის საკმარისი ადგილი დაეტოვებინა.

***

არქიტექტორმა შექმნილი სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავალი იპოვა და ააშენა ორსართულიანი სახლი სარდაფით, რომლის ფორმა წაგრძელებულ სამკუთხედს ჰგავდა.

უცნაური სახლის ყველაზე ვიწრო კედლის სიგრძე მხოლოდ 0,9 მეტრი იყო, მისი მოპირდაპირე კედლის კი - 7,6 მეტრი. უცნაურ სახლს ადგილობრივებმა Pie House (სახლი ღვეზელი) შეარქვეს. მართლაც, შორიდან ის გიგანტური ღვეზელის ნაჭერს წააგავდა. გამვლელები უცნაურ სახლთან ხშირად ჩერდებიან, ზოგი კი შიგნით შესვლას და დათვალიერებასაც კი ცდილობს.

განაგრძეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა