ტრამპმა ჯანდაცვის მდივნის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ჯანდაცვის და ადამიანური სერვისების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა.
„მოხარული ვარ, აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების მდივნად (HHS) რობერტ ფ. კენედი უმცროსი დავასახელო. ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ინდუსტრიული კვების კომპლექსისა და ფარმაცევტული კომპანიების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ტყუილითა და დეზინფორმაციით არიან ჩართულნი.
ყველა ამერიკელის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ნებისმიერი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტია. ჯანდაცვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი როლი ექნება იმის უზრუნველყოფაში, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიური ნივთიერებების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის კრიზისის შექმნაში“, - წერს ტრამპი.