რეზოლუციაში, სადაც არის ლაპარაკი სააკაშვილის ჰუმანური მოსაზრებით საზღვარგარეთ გადაყვანაზე - აქ დამთავრდა ყველაფერი - დავით ზურაბიშვილი
ეს რეზოლუცია ჩემი აზრით, არის არაფრისმომცემი...რეზოლუციაში, სადაც არის ლაპარაკი სააკაშვილის ჰუმანური მოსაზრებით საზღვარგარეთ გადაყვანაზე - აქ დამთავრდა ყველაფერი - ამის შესახებ, ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
"ეს რეზოლუცია ჩემი აზრით, არის არაფრისმომცემი. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" არალეგიტიმურობა და ამაზე ხაზგასმა მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ არის ისეთი დეტალები, რომელიც მხოლოდ "ოცნების" პროპაგანდისთვის იქნება სასარგებლო. ვერ შეასრულებს ამას მთავრობები, ცალკეული ქვეყნები არ გააკეთებს იმას, რომ ამხელა სიაში ყველა დაასანქციროს. არცერთი ქვეყნის მიმართ ასეთი რაღაც ევროკავშირს არ გაუკეთებია. ამხელა უკიდეგანო სიას რომ აძლევ, ამდენი დასანქცირებული არავის არ ჰყავს მსოფლიოში. რეზოლუციაში, სადაც არის ლაპარაკი სააკაშვილის ჰუმანური მოსაზრებით საზღვარგარეთ გადაყვანაზე - აქ დამთავრდა ყველაფერი. რა გახდა, რომ ეს თემა არ წამოწიონ, ეს თემა კონფრონტაციის შემომტანია,"- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რიგით მე-6 რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მხარდამჭერები 26 ოქტომბერს არჩევნებს არ აღიარებენ, ითხოვენ ახალ არჩევნებს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ; მოითხოვენ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას, ისმის მოწოდება პერსონალური სანქციების დაწესებაზე პოლიტიკური ლიდერების, მთავრობის წევრების, მოსამართლეებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ. რეზოლუციაში კვლავ ჩაიწერა ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, თუმცა დოკუმენტში ამ თემას ისიც დაემატა, რომ ევროპარლამენტარებს სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ.