თეგებით ძიება
15. 02. 2025 ბიზნესი

ქართული ლოკოკინა სულ უფრო პოპულარული ხდება - რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე

საქართველოდან ლოკოკინის ექსპორტი იზრდება. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

კერძოდ, გასულ წელს საქართველოდან 1 708 020 აშშ დოლარის ღირებულების 268 ტონა ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა. მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 151 ტონა, ღირებულებით ნაწილში კი 1 299 730 აშშ დოლარი იყო.

2024 წელს საქართველოში გაზრდილი ლოკოკინა 4 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. ეს ქვეყნებია:

საფრანგეთი - 1 518 370 აშშ დოლარი (158 ტონა);

თურქეთი - 109 530 აშშ დოლარი (88 ტონა);

ნამიბია - 64 790 აშშ დოლარი (18 ტონა);

იტალია - 15 330 აშშ დოლარი (4 ტონამდე).

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს საქართველოში 89 710 აშშ დოლარის ღირებულების ლოკოკინა შემოვიდა, 2023 წელს კი 247 650 ღირებულების.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა