თეგებით ძიება

“რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია, ის ამ მეთოდს იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც“ - სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გი­ის საც­დელ პო­ლი­გო­ნად. ამის შე­სა­ხებ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

შე­სა­ბა­მი­სად, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დრო არ არის.

“რუ­სეთ­მა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გი­ის საც­დელ პო­ლი­გო­ნად აქ­ცია. ის ამ მე­თოდს არ იყე­ნებს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, იყე­ნებს რუ­მი­ნეთ­სა და მოლ­დო­ვა­შიც, ხვალ კი შე­საძ­ლოა, სხვა­გა­ნაც გა­მო­ი­ყე­ნოს, და როცა უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს სწო­რედ ის გზაა, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი, რო­მელ­მაც ომი ვერ მო­ი­გო და არც სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბა­შია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, შე­ეც­დე­ბა უკ­რა­ი­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბას. ასე რომ, ფრთხი­ლად, არ­ჩევ­ნებ­თან, მო­ემ­ზა­დეთ, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დრო არ არის!”, - დას­ძი­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, რუ­სე­თის ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გია საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს და სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა.

“თუ ამას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ის შავი ზღვის გავ­ლით სხვა­გა­ნაც გავ­რცელ­დე­ბა. გერ­მა­ნი­აც კარ­გად ხე­დავს, რომ ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გია აქაც საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ასე რომ, ჩვენ სა­ერ­თო სა­მიზ­ნე და სა­ერ­თო პრობ­ლე­მა ვართ”, - აღ­ნიშ­ნავს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ტესტზე.

“ქუ­ჩა­ში ყო­ველ­დღე პრო­ტეს­ტია - ხალ­ხის ნება სწო­რედ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა. და როცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ვალთ, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა უნდა იყოს მხარ­და­ჭე­რი­ლი. უნდა დაგ­ვი­ჭი­რონ მხა­რი, რო­გორც ქვეყ­ნის ლე­გი­ტი­მურ მხა­რეს, რად­გან ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა ხალ­ხის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს”, - აცხა­დებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა