თეგებით ძიება

ბათუმში ახალი ბინებში მ²-ის საშუალო ღირებულება $1 130-მდე გაიზარდა - Colliers Georgia

იანვარში, ბათუმში 1 049 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 3.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Colliers Georgia-ს მიერ recov.ge-ზე განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ამ პერიოდში ბაზრის ზომა 17.4%-ით 57 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,130 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16.2%-ით, მ²-ზე 1,100 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

"ბათუმში 2025 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა