საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა
ორგანიზაციამ Colliers Georgia ახალ კვლევას აქვეყნებს:
2024 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41,284 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 12%-ით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
TOP 3 უბანი ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით: სამგორი, საბურთალო და დიდი დიღომია.
2024 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15,034 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. ძველ პროექტებში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული. თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წინა წლის დეკემბერთან შედარებით 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ბათუმში კი ფასის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა