თეგებით ძიება

ქალაქები, სადაც სიმწვანე უძრავ ქონებაზე ძვირად ფასობს

მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მწვანე საფარის მნიშვნელობას და მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე უდიდეს რესურსს ხარჯავს.

ვენა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალაქში მწვანე საფარის მაჩვენებელი 1 სულ მოსახლეზე არანაკლებ 9 მ² უნდა იყოს, რაშიც ქალაქის მოსახლეობის რაოდენობისა და მწვანე საფარის თანაფარდობა იგულისხმება, რის მიხედვითაც აღნიშნული გამწვანების კოეფიციენტი დგინდება. ქალაქში არსებობს 990-ზე მეტი პარკი. ვენა მსოფლიოში ერთ-ერთ მწვანე ქალაქად ითვლება, რის გამოც უძრავი ქონების ფასი მაღალია. საშუალოდ, პარკებთან და მწვანე საფართან ახლოს მდებარე უძრავი ქონება და ბინები 10-15%-ით ძვირია ნაკლებად გამწვანებულ ადგილებთან შედარებით.

სინგაპური

სინგაპური, რომელიც "ბაღის ქალაქად" არის მოხსენიებული, ურბანული გამწვანებისა და მწვანე არქიტექტურის მიმართ განსაკუთრებული მიდგომებით გამოირჩევა. 1960-იანი წლებიდან სინგაპურმა „მწვანე ქალაქის" კონცეფციის განვითარება დაიწყო და დღეს ქალაქის 47%-ზე მეტი გამწვანებულ საფარს უჭირავს. გამწვანებული ტერიტორიის სიახლოვე უძრავი ქონების საფასურს დაახლოებით 10-20%-ით ზრდის, ხოლო სტანდარტულ საცხოვრებელთან შედარებით, მწვანე შენობებში ბინების ფასი საშუალოდ 15-20%-ით მაღალია.

სიდნეი

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ტერიტორიის დაახლოებით 46% მწვანე ზონას უჭირავს, რაც როგორც ბუნებრივ გამწვანებას, ასევე ხელოვნურად დარგულ ხე-მცენარეებს მოიცავს. ქალაქი მიზნად ისახავს 2050 წლისთვის მინიმუმ 40%-ით გამწვანების ზრდას. სიდნეიში მწვანე საფართან სიახლოვე უძრავი ქონების ღირებულების 7-14%-იან სხვაობას იძლევა, ბოტანიკურ ბაღებთან და მასიურ პარკებთან მდებარე უძრავი ქონების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15-20%-ს აღწევს.

ოსლო

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლოში დაახლოებით 60-70% სწორედ ბუნებრივ საფარს უჭირავს. ქალაქის პრიორიტეტული დამოკიდებულება გამწვანების ზრდისა და მისი შენარჩუნების მიმართ პირდაპირ ზეგავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზეც. საშუალოდ, ბუნებრივ გამწვანებასთან მდებარე უძრავი ქონება ოსლოში 10-18%-ით ძვირი ღირს, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს საბოლოო ფასზე და ფაქტობრივად უძრავი ქონების საწყის ღირებულებას საკმაოდ აძვირებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა