თეგებით ძიება

5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

ყველა სახლში უნდა არსებობდეს მცენარეები, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად ამშვენებენ გარემოს, არამედ ამაღლებენ განწყობას, ზრდიან ჰაერის ხარისხს და ქმნიან სუფთა და დამამშვიდებელ ატმოსფეროს.

ტიტა

ტიტა ძირითადად გაზაფხულზე გხვდება. სქელი ღეროსა და დახვეწილი ყვავილის ხარჯზე, ის თქვენი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ვარდის მსგავსად, ტიტებსაც განსხვავებული ფერები აქვთ – ვარდისფერი ბედნიერების სიმბოლოა, წითელი სიყვარულის, ხოლო ნარინჯისფერი – სითბოსა და სიმყუდროვის.

გვირილა

გვირილები მათი სადა და ლამაზი გარეგნობით გვხიბლავენ. ეს ყვავილი ბედნიერების და ერთგულების სიმბოლოა და დიზაინერები მის განთავსებას საძინებელ ან მისაღებ ოთახში გვირჩევენ.

ვარდი

ვარდი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და სასურველი ყვავილია, რომელიც ნებისმიერ ოთახში ლამაზად გამოიყურება. ამას გარდა, ამ ჯიშის ყვავილები ფერების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევიან და შესაძლებლობას გაძლევენ, რომ მათი დიზაინი თქვენი დეკორის შესაბამისად შეარჩიოთ. 

მიხაკი

მიხაკი სახლის კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ყვავილია, რომელიც განსაკუთრებულად უხდება მისაღებისა და სამზარეულოს მაგიდებს. მიხაკები სიყვარულის, სიმშვიდისა და ოჯახის სიმბოლოები არიან.

ლილია

მდიდრული და დახვეწილი – ლილიები თავიანთი განსხვავებული გარეგნობით არიან ცნობილნი. ლილიების შეძენა განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვინც ცხოვრებას ახალ სახლში აგრძელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა