გასულ წელს მართვის მოწმობის ქულა 186 პირს ამოეწურა - როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე 1 659 840 მართვის მოწმობა გაცემული. ამასთან, შსს-ს მიხედვით, მხოლოდ გასულ წელს მართვის მოწმობა საქართველოში 28 733 პირმა აიღო.
უწყების სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობის ქულები ჯამში 27 4875 ადამიანს დააკლდა, ხოლო სრულად 186 პირს ამოეწურა.
მონაცემების მიხედვით, ამათგან მართვის მოწმობის ქულები ყველაზე თბილისში ეწურებათ. კერძოდ, დედაქალაქზე 42% მოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, გთავაზობთ მართვის მოწმობაზე ამოწურული ქალების სტატისტიკას , რეგიონების მიხედვით:
თბილისი - 78
ქვემო ქართლი - 41
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 14
იმერეთი - 12
კახეთი - 8
აჭარა - 6
შიდა ქართლი - 4
მცხეთა-მთიანეთი - 3
გურია - 2
სამცხე ჯავახეთი - 2
აფხაზეთი - 2
სხვა - 14