თეგებით ძიება

როგორ მოვაწყოთ პატარა ბაღი? - 5 ხერხი

პატარა ბაღის მოწყობა სახლში ან ეზოში არამარტო სილამაზესა და სიმყუდროვეს შემატებს თქვენს სივრცეს, არამედ ხელს შეუწყობს სიმშვიდის და ბუნებრივი გარემოს შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სივრცე შესაძლოა შეზღუდული ჩანდეს, სწორად შერჩეული მცენარეები, დიზაინის ელემენტები და გეგმარება საშუალებას მოგცემთ, შექმნათ ფუნქციური და ესთეტიკურად მიმზიდველი მწვანე კუთხე. 

1. ბალახი როგორც ლანდშაფტის ძირითადი ელემენტი

პატარა ნაკვეთებში განვითარებული საბილიკე ქსელის დაგეგმვა შეუძლებელია. განაპირა ადგილებში მისასვლელად კი ხშირად ბალახზე სიარული გვიწევს. ამიტომ საუკეთესო არჩევანი სწრაფმზარდი საგაზონე ბალახია, რომელიც ფეხით გათელვას უძლებს.

2. არომატული მწვანილების ბაღი

როზმარინი, პიტნა, ლავანდა, ბაზილიკი – მათთვის სულ რამდენიმე კვადრატულიც კი საკმარისია. მწვანილები სურნელოვანი მცენარეებია და მზე უყვართ. მოძებნეთ მათთვის მოხერხებული ადგილი, მოაწყვეთ ამაღლებული კვალი ან უბრალოდ ერთ ადგილზე შეკრიბეთ მწვანილებიანი ქოთნები და კონტეინერები. მუქი მწვანე სალბი, ოხრახუში და რეჰანის მეწამულის ფერი ფოთლები ერთად ძალიან ლამაზად გამოიყურება.

მწვანილების სურნელი შეიძლება ძალიან მძფრი იყოს, ამიტომაც მოდის მიუხედავად ნუ მოათავსებთ მათ კალათებით ფანჯრებთან, ვერანდაზე და სახლის ირგვლივ ძალიან ახლოს. არომატული პიტნა და ბარამბო უმჯობესია სხვა მცენარეებისგან განცალკევებით დარგოთ.

3. ოჯახის ხე

მომცრო ბაღშიც კი შესაძლებელია ერთი ასეთი ზრდასრული ეგზემპლიარისთვის ადგილის გამონახვა. იქნბა ეს ქარიზმატული ნეკერჩხალი თუ მოწყენილი ტირიფი, თქვენი გადასაწყვეტია. არ არის გამორიცხული, რომ მინი-ბაღის იერის განმსაზღვრელი სწორედ ის გახდეს და მთელი ლანდშაფტური დიზაინი ამ ხის ირგვლივ მოეწყოს.

4. დეკორატიული ბოსტანი

პატარა მიწის ნაკვეთში დიდი და გრძელი კვალის მოწყობა არ გამოვა, თუმცა მომხიბვლელი დეკორატიული ბოსტნის მოწყობა სავსებით შესაძლებელია. ამისათვის  განსაკუთრებული ჯიშის ბოსტნეულის გამოყენება არ არის აუცილებელი (დეკორატიული კვახი, ყაბაყი, ტკბილი წიწაკა და სხვა.).

5. ქოთნების ბაღი ტერასაზე

ტერასის მოწყობა მცენარეებით შემკული პერგოლითაა შესაძლებელი. ასეთი გამწვანება სივრცეს ზღაპრულობას შემატებს. შესაძლებელია პერიმეტრზე ყვავილების ბორდიურის მოწყობაც.

ყველაზე მარტივი ხერხი ქოთნების ბაღის მოწყობაა. ქოთნებში დარგული მცენარეები, რომლებსაც ზამთარს ოთახში ატარებინებთ სხვადასხვა სიმაღლეზე დაალაგეთ. თქვენი ოთახის მცენარეები მთელი ზაფხულის განმავლობაში კომფორტულად იქნებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა