გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება - როგორია საწვავის ფასი საქართველოში
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 10:40 საათზე, 70.40 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 2.87%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში შემცირებამ 2.68% შეადგინა და ბარელზე 74.43 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება საქართველოს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით კი ფასები კვლავაც უცვლელი დარჩა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:
Socar:
ნანო სუპერი - 3.55 ლარი
ნანო პრემიუმი - 3.20 ლარი
ნანო ევრო რეგულარი - 3.03 ლარი
ევრო 5 დიზელი - 3.03 ლარი
ნანო ევრო 5 დიზელი - 3.14 ლარი.
Gulf:
G-Force სუპერი - 3.63 ლარი;
G-Force პრემიუმი - 3.23 ლარი;
G-Force ევრო რეგულარი - 3.13 ლარი;
ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
G-Force ევრო დიზელი - 3.19 ლარი.
Rompetrol:
სუპერი - 3.63 ლარი;
ევრო პრემიუმი - 3.24 ლარი;
ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
Efix ევრო დიზელი - 3.25 ლარი;
ევრო დიზელი - 3.15 ლარი.
Wissol:
ეკო სუპერი - 3.62 ლარი;
ეკო პრემიუმი - 3.22 ლარი;
ევრო რეგულარი - 3.05 ლარი;
ევრო დიზელი - 3.12 ლარი;
ეკო დიზელი - 3.17 ლარი;
დიზელ ენერჯი - 3.04 ლარი.
Portal:
პრემიუმი - 2.89 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.79 ლარი;
ევრო დიზელი - 3.19 ლარი.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი