თეგებით ძიება

საკურთხი - როგორ მოვამზადოთ მიცვალებულის სახელზე ტრაპეზი

სა­კურ­თხად იწო­დე­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტრა­პე­ზი: წან­დი­ლი, პური, ღვი­ნო, ზეთი და სხვა საჭ­მე­ლე­ბი. იგი მზად­დე­ბა და­სა­რი­გებ­ლად. მისი ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­ღოთ ეკ­ლე­სი­ა­ში და იქ დავ­ტო­ვოთ, ან ჩვენ თვი­თონ­ვე და­ვუ­რი­გოთ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. საჭ­მლის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­რი­გოთ ახ­ლობ­ლებ­საც ან გა­მო­ვი­ყე­ნოთ სტუმ­რე­ბის გა­სა­მას­პინ­ძლებ­ლად შინ, მა­გა­ლი­თად გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, მე­ორ­მო­ცე დღეს, წლის­თავ­ზე და სხვა ღირ­სახ­სო­ვარ დღე­ებ­ში.

მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე მომ­ზა­დე­ბულ ტრა­პეზს მღვდე­ლი აკურ­თხებს. ამ დროს მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლის სა­ო­ხად კი­თხუ­ლო­ბენ ლოც­ვებს, ან­თებს სან­თელს, აკ­მე­ვენ საკ­მე­ველს, ას­ხუ­რე­ბენ აიაზ­მას.

სა­კურ­თხი მიც­ვა­ლე­ბულ­თა მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ დღე­ებ­ში კეთ­დე­ბა. ეს დღე­ე­ბი გახ­ლავთ ხორ­ცი­ე­ლის კვი­რი­სა და დიდი მარ­ხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შა­ბა­თი, სულთმო­ფე­ნო­ბის წინა დღე (მას სუ­ლის შა­ბათ­საც უწო­დე­ბენ). გარ­და ამი­სა, სა­კურთხს აკე­თე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლის და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე­ებ­ში.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გარ­დაც­ვლი­ლის სული საკ­ვებს არ გე­ახ­ლე­ბათ; მას მად­ლით აღავ­სებს სა­კურ­თხის დროს აღ­ვლე­ნი­ლი ლოც­ვე­ბი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტრა­პე­ზით გლა­ხა­კე­ბის და­პუ­რე­ბა და მო­წყა­ლე­ბის გა­ცე­მა.

სა­კურ­თხზე ყო­ველ­თვის ამ­ზა­დე­ბენ კო­ლი­ოს ანუ წან­დილს. ამ ტრა­დი­ცი­ას სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს: იუ­ლი­ა­ნე გან­დგო­მილ­მა, კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის მე­ფემ, უარ­ყო ქრის­ტე და კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბას შე­უდ­გა. მან იცო­და, რომ დიდ­მარ­ხვის პირ­ველ კვი­რას მორ­წმუ­ნე­ნი მარ­ხვას გან­სა­კუთ­რე­ბით წმინ­დად ინა­ხავ­დნენ და ცოდ­ვებს ინა­ნი­ებ­დნენ. იუ­ლი­ა­ნემ უბ­რძა­ნა ქა­ლა­ქის თავს, მთე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე ყო­ველ­დღე შე­ე­ბღა­ლა ბა­ზარ­ში გა­სა­ყი­დი სა­ნო­ვა­გე სამ­სხვერ­პლო ცხო­ველ­თა სის­ხლით. მე­ფის ბრძა­ნე­ბა შეს­რულ­და. კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ევ­დოქ­სის გა­მო­ე­ცხა­და წმინ­და თე­ო­დო­რე ტი­რო­ნი (იგი მრა­ვა­ლი წლის წი­ნათ ეწა­მა ქრის­ტეს­თვის), ამ­ცნო, რომ საზ­რდე­ლი ნა­კერ­პა­ლის სის­ხლით იყო შე­ბილ­წუ­ლი და ურ­ჩია, მის ნაც­ვლად მი­ე­ღოთ კო­ლიო - თაფლთან ერ­თად მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ბა­ლი. ქრის­ტი­ა­ნებ­მა შე­ი­ძი­ნეს ხორ­ბა­ლი, კო­ლიო მო­ხარ­შეს და მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მას იხ­მევ­დნენ. ასე გა­და­ურჩნენ მარ­ხვის შემ­წიკ­ვლე­ბას (დარ­ღვე­ვას). მას შემ­დეგ დიდ­მარ­ხვის პირ­ვე­ლი შვი­დე­უ­ლის შა­ბა­თი წმინ­და თე­ო­დო­რეს ხსე­ნე­ბის დღე­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

წან­დი­ლის გარ­და ტრა­პეზ­ზე უნდა იყოს პური, ღვი­ნო, ზეთი და კერ­ძე­ბი, რო­მელ­თა გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლიც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლებს ექ­ნე­ბათ. მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ სა­მარ­ხვო კერ­ძებს აკურ­თხე­ბენ, ხსნილ­ში კი სახ­სნი­ლო ტრა­პე­ზის მომ­ზა­დე­ბაც შე­იძ­ლე­ბა.

ზოგ­ჯერ სა­კურთხს შინ აკე­თე­ბენ, სან­თელს აან­თე­ბენ, საკ­მე­ველს შე­მო­ა­ტა­რე­ბენ და ღვი­ნით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის შე­სან­დო­ბარს ამ­ბო­ბენ. ეს არ არის საკ­მა­რი­სი. სა­კურთხს იმი­ტომ ჰქვია სა­კურ­თხი, რომ ის იკურ­თხე­ბა, კურ­თხე­ვას კი მხო­ლოდ სამ­ღვდე­ლო პირი აღას­რუ­ლებს. ამ დროს აღევ­ლი­ნე­ბა პა­ნაშ­ვი­დი და მღვდე­ლი ღვთის სა­ხე­ლით შენ­დო­ბას უგ­ზავ­ნის მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულს. ამის გა­კე­თე­ბა ერის­კაცს არ შე­უძ­ლია.

კურ­თხე­ვის შემ­დეგ სა­კურთხს მეტ­წი­ლად ტა­ძარ­ში ტო­ვე­ბენ და ნა­წი­ლი - ტაძ­რის მსა­ხურთ, ნა­წი­ლი კი გლა­ხა­კებს ურიგ­დე­ბათ. სა­კურ­თხის დროს ხში­რად მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე შე­წი­რუ­ლო­ბა­საც გა­ი­ღე­ბენ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში.

ზოგ სო­ფელ­ში არ არის ტა­ძა­რი და გარ­დაც­ვლილ­თა ში­ნა­უ­რებს უჭირთ, სა­კურ­თხი ყო­ველ­თვის მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის ტა­ძარ­ში მი­ი­ტა­ნონ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ზამ­თრო­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა, ასეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა რო­მე­ლი­მე ტაძ­რის 40-დღი­ან მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ­ში შე­ი­ტა­ნონ ახალ­გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლის სა­ხე­ლი, რათა მღვდელ­მა 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­იხ­სე­ნი­ოს ისი­ნი. შე­უძ­ლი­ათ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე გას­ცენ მო­წყა­ლე­ბა, თვი­თო­ნაც ეკ­ლე­სი­უ­რად იცხოვ­რონ და სი­კე­თე აკე­თონ.

karibche.ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა