თეგებით ძიება
25. 02. 2025 ბიზნესი

ორიგინალური და ულამაზესი დეკორატიული სურნელოვანი სანთლები Caucasus Home • კავკასიური სახლი-სგან

ბოლო ათწლეულია, დეკორატიული სურნელოვანი სანთლები სწრაფად იძენს გულშემატკივართა არმიას, თუმცა აღნიშნული ზრდის ტემპი კიდევ უფრო აჩქარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რასაც სოციალურმა მედიამ და ინფლუენსმარკეტინგმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ინტერიერისთვის, სანთლების როლი მრავალფეროვანი, ულიმიტო და სიმყუდროვის შემომტანია; მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ქმნის განწყობას. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ- ერთი ასეთი სტარტაპის დამფუძნებელს, ნანა ტაბატაძეს და გვინდა გაგაცნოთ ეს წამოწყება. Caucasus Home • კავკასიური სახლი ქართული ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა 2023 წლის პირველ ნახევარში. კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებს დეკორატიული სურნელოვანი სანთლების პროდუქციით. ეს არის ადგილი, სადაც ბიო მასალებით, სოიოს ცვილისა და სურნელოვანი ეთერზეთების ნაზავით, მომხმარებლის სახლის სიმყუდროვისთვის იქმნება სურნელოვანი სანთლები.

როგორია თქვენი ბრენდის შექმნის ისტორია?

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დეკორატიული სანთლების მიმართ სიყვარული საკმაოდ პატარა ასაკში აღმოვაჩინე; თუმცა მოგეხსენებათ, საქმის წამოწყებას ცოდნა და შესაბამისი უნარების განვითარება სჭირდება; ამიტომ, დროსთან ერთად ინფორმაციის დროულად მოპოვებაზეც ვიზრუნე. მე და ჩემი გუნდი სურნელოვან სანთლებს ვუყურებთ, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს მიმდინარეობას და ამ სფეროს განვითარებაში ჩვენი წვლილიც შეგვაქვს.

როგორი ქალია თქვენი მომხმარებელი?

ჩვენი ბრენდის მომხმარებელი ქალი მოხდენილი და ძლიერია; აქვს რთული და მრავალმხრივი ბუნება. მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სიყვარული, სიმსუბუქე, თავისუფლება და დეტალებით ტკბობა. მისი ძალა ყველა ასპექტში იჩენს თავს; მაშინაც კი თუ ქალი მეოჯახეა და საზოგადოებაში ნაკლებად ჩნდება. ის დახვეწილია, ინდივიდუალური და ხარისხზე ორიენტირებული. ცხოვრებაში აფასებს ბალანსსა და ჰარმონიას, ელის პოზიტიურ ცვლილებებს. მისთვის ჩვენი სერვისების მიღება განტვირთვასთან, დასვენებასა და მეტიც, - ველნესთანაც არის დაკავშირებული; რაც თავისი ჰოლისტური გაგებით, არა მხოლოდ ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც მოიცავს. მან იცის, რომ საყვარელ ადამიანებთან სურნელოვანი სანთლების ფონზე რომანტიული ვახშამი, ან თუნდაც ქვიშიან სანაპიროზე საღამოს სასიამოვნოდ გატარება, ერთ მშვენიერ დღეს, მისი ისტორიის ნაწილი გახდება, რომელსაც ღიმილით გაიხსენებს. სურნელოვანი სანთლები განტვირთვაზე ბევრად მეტია; ეს არის ინვესტიცია საკუთარ თავში, საკუთარ მოგონებებსა და ახალ აღმოჩენებში.

რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?

Caucasus Home • კავკასიური სახლი მომხმარებელს სთავაზობს დეკორატიულ სურნელოვან სანთლებს, სურნელოვანი ეთერზეთების მრავალფეროვანი პალიტრით; ამასთან, გამოვარჩევთ ვარდის, ლავანდის, ციტრუსისა და პიტნის არომატებს. მოგეხსენებათ, ‘’ბიო’’ და ‘’ეკო’’ პროდუქტები მსოფლიო ბაზრებს იპყრობს; და ჩვენც ბუნებრივია, წარმოებაში ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ბიო მასალებს. ვქმნით ისეთ სურნელოვან სანთლებს, რომლებიც ადამიანებს უნიკალურობის განცდას ანიჭებს. ამიტომაც, მომხმარებელს ვანებივრებთ ლიმიტირებული პრემიუმ კოლექციებით, რომლებიც სხვადასხვა დიზაინით იქმნება და მუდმივად განახლებადია. ისინი გამოირჩევა მინიმალიზმით, დახვეწილი სტილით, რომანტიკული და ელეგანტური ელემენტებით. კოლექციაზე მუშაობის უკან დიდი ძიების პროცესია, რაშიც ბევრი დრო და ენერგია იდება.

როგორც ხარისხი, ისე შეფუთვა მომხმარებელს ერთგვარად ფუფუნების გამოცდილებას უქმნის, რაც ბრენდის ერთ-ერთი წამყვანი ნიშაა. ჩვენი ბრენდის პროდუქტების ელეგანტური და ამავდროულად, ყველასგან გამორჩეული და ავთენტური შეფუთვა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ პროდუქციის ხარისხზე.

შემოქმედებით პროცესში თუ წააწყდით რაიმე სახის პრობლემებს და რა იყო ეს?

ჩავატარეთ საფუძვლიანი მარკეტინგული კვლევები და შევაგროვეთ ინფორმაცია. ერთ-ერთი ნიშნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ბრენდის შექმნის ადრეულ ეტაპზე შევეჯახეთ, იყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე მოპოვება. თუმცა ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი და გვიბიძგა, გაგვეფართოვებინა ხედვა ადგილობრივ ბაზრებს მიღმა. ამ ყველაფერმა მოითხოვა ქსელური კავშირები, B2B სეგმენტზე გასვლა და ლოჯისტიკური დაგეგმარების უზრუნველყოფა. სოციალურ მედიაში აუდიტორიას ყოველთვის საინტერესო და ესთეტიური კონცეპტის კონტენტი უნდა შეთავაზო, რაც ზრდის საზოგადოებრივ ინტერესსა და ბრენდიც ფართოვდება. ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოები არა მხოლოდ ესთეტიურადაა ლამაზი, არამედ საგულდაგულოდ შერჩეული გადასაღები სეტი კარგად გადმოსცემს ჩვენი ბრენდის ესთეტიკას. ფოტომასალის თუ რილსების საშუალებით ჩვენს ნივთებს საინტერესო რაკურსით ვაჩვენებთ საზოგადოებას. ფოტოგრაფია ჩემი კიდევ ერთი გატაცებაა და ამიტომაც, ყველაფერზე თავად ვზრუნავ - ლოკაციები, გადასაღები სეტის მოწყობა, სანთლების სწორი განლაგება, მოდელისა და სამოსის შერჩევა-სტილიზაცია. ფოტოებში ყველაზე მნიშნელოვანი განწყობის შექმნაა და ამიტომაც, ბრენდის ხასიათი და თხრობის სტილი იდეალურადაა გადმოცემული ჩვენს სესიებში. კიდევ ერთი გამოწვევა, რამაც არანაკლები ძალისხმევა მოითხოვა, იყო გუნდის პროფესიონალიზმის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ განვითარების შემდგომ საფეხურებზე გადასვლა. შევძელი შემეკრა გუნდი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ბრენდის მისიისადმი ერთგულება, ხედვების თანხვედრა და ერთობლივი იდეების მარტივად ჩამოყალიბება.

როგორ იქმნება ეს საოცარი სანთლები, რომლებიც ვფიქრობთ, ყველა ინტერიერს ალამაზებს და სად შეიძლება მათი დათვალიერება/შეძენა?

Caucasus Home • კავკასიური სახლი-ს დეკორატიული სურნელოვანი სანთლები იქმნება დიდი სიყვარულითა და მონდომებით. მიზანია ის, რომ გავალამაზოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინტერიერი და ჩვენს მომხმარებელს ავუმაღლოთ განწყობა. ჩვენი სანთლები მზადება უმაღლესი ხარისხის ბიო მასალით, სოიოს ცვილითა და ეთერზეთების ნაზავით. ეს კი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უმთავრესია, მომხმარებლის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობა. ჩვენი პროდუქციის ელეგანტური და ამავდროულად, ყველასგან გამორჩეული და ავთენტური შეფუთვა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ პროდუქციის ხარისხზე. ამასთან, მომხმარებელს ვანიჭებთ სრულ თავისუფლებას თავად ააწყონ სანთლის სასაჩუქრე სეტები. მოგეხსენებათ, ყველაფერი ჩვენი მომხმარებლის ხელშია; შეგვიძლია გადავათამაშოთ იდეები, დეტალების მინიმალური ცვლილებებითაც კი თავიდან გამოვიგონოთ, ახლიდან წარმოვაჩინოთ. ძირითადი პლატფორმა, სადაც წარმოვადგენთ ჩვენს პრემიუმ ხაზის ლიმიტირებულ კოლექციებს, სოციალური ქსელებია. თუმცა არსებობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, იქნება ეს საერთაშორისო თუ ეროვნული დღესასწაული; და მოგეხსენებათ, ასეთ დროს ღონისძიებების პარალელურად იმართება გამოფენა-გაყიდვები. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს მომხმარებელს შეხვდეს თავისი საყვარელი ბრენდის შემქმნელს. მომხმარებლისა და ჩვენი ბრენდის მსგავსი სახის თანაკვეთა არ არის ინტენსიური ხასიათის, ამიტომ სამომავლოდ იგეგმება უფრო ფართომასშტაბიანი პლატფორმ(ებ)ის შექმნა; მოგეხსენებათ, ეს პროცესი გრძელვადიანია, ბევრი სამუშაოა წინ და შედეგებსაც შედარებით მოგვიანებით გავაჟღერებთ.

თქვენი ბრენდის რომელი პროდუქტია ყველაზე პოპულარული?

როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი სურნელოვანი სანთლები იქმნება პრემიუმ ხაზის ლიმიტირებული რაოდენობებით; ვქმნით კოლექციებს, რომელიც ატარებს სხვადასხვა ხასიათს, არის მინიმალისტური, არის ბერძნულ-რომაული სტილი, და ა.შ. ესე გამოყოფა ცოტა რთულია, თუ რომელი მათგანია პოპულარული; თუმცა ვიტყოდი, რომ წელიწადის სეზონებიდან გამომდინარეობს კოლექციის პოპულარულობა.

თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ რამოდენიმე სიტყვით.

სამომავლოდ ჩვენი პროდუქციის მიმართ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. მთავარია, ბრენდმა თავისი ნიშა და ხარისხი შეინარჩუნოს; რაც ჩვენი სავიზიტო ბარათია. სერვისების გაუმჯობესებაში დიდი როლი მიუძღვის მომხმარებელს, რომელიც სულ უფრო მომთხოვნი ხდება. ეს კი, რა თქმა უნდა, გვიბიძგებს უფრო მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, მეტად დავხვეწოთ ტექნიკა და ჩვენი საქმიანობა ხელოვნების დონეზე გვყავდეს აყვანილი.

Caucasus Home • კავკასიური სახლი მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობს სიახლეებს, მათ შორის საჩუქრებს; მაქსიმალურად ვცდილობთ გავახაროთ ჩვენი მომხმარებლები. მეტიც, მათთვის ვამზადებთ სიურპრიზებს, რომელსაც სამომავლოდ შეიტყობენ, მანამდე კი საიდუმლოდ დავტოვებთ. აქ ყველაფერი იქმნება იმისთვის, რომ მომხმარებლის კომფორტზე იყოს ჩვენი პროდუქტი მორგებული, რათა რთული სამუშაო დღეების შემდგომ განიტვირთონ და თავი იგრძნონ შინ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა