ჩვენი მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს
„თეგეტა ჰოლდინგი" დასავლეთში არსებულ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ამ წუთებში, ჩვენი მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივებს გზის გაწმენდით სამუშაოებში", - ავრცელებს „თეგეტა ჰოლდინგი".
როგორც განცხადებაში წერია, "თეგეტა ჰოლდინგმა" მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები შეიძინა და ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადაეცემა.
"უკვე რამდენიმე დღეა, რაც დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის.ამ წუთებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივებს გზის გაწმენდით სამუშაოებში.
გარდა ამისა, საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ შევუკვეთეთ მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომლებიც მაქსიმუმ 2-3 დღეში საქართველოში იქნება და მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადავცემთ.იმედს ვიტოვებთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ სტიქიასთან გამკლავებას", - ავრცელებს „თეგეტა ჰოლდინგი".