თეგებით ძიება
26. 02. 2025 ბიზნესი

როგორ ეხმარება ბიზნესი გურიას - კომპანიები და აქტივობები

უკვე რამდენიმე დღეა გურიაში სტიქიაა. რეგიონში დიდთოვლობას მსხვერპლიც მოჰყვა. თოვლის გამო ტრანსპორტი თითქმის ვერ მოძრაობს, ასევე გართულებულია სასწრაფოსა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადების გამოძახება, რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსა მოწყვეტილი.

სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად მესამე დღეა შექმნილია ჯგუფი მოხალისეები გურიისთვის. გარდა ამისა, "ნანუკას ფონდმა" გახსნა ცალკე ანგარიში გურიის დასახმარებლად 231 340 ლარია ჩარიცხული.

მოხალისეების მიერ გახსნილია შტაბები გურიის ყველა რაიონში, სადაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა რეგიონიდან ოფროუდერები იმყოფებიან, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ.

რაც შეეხება საჯარო სტრუქტურებს, შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, ადგილზე გუშინ საღამოს ჩავიდნენ "ოცნების" პრემიერი და მინისტრები. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 600-ზე მეტი მაშველი და ასევე, თავდაცვის სამინისტროს ძალები.

როგორ ეხმარება ბიზნესი გურიას - კომპანიები და აქტივობების ჩამონათვალი ასეთია

Gulf Georgia

"ნავთობკომპანია გალფის მხარდაჭერით, ამჟამად გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სამაშველო ჯგუფები და მოხალისეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას".

Tegeta • თეგეტა

"ამ წუთებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივებს გზის გაწმენდით სამუშაოებში.

გარდა ამისა, საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ შევუკვეთეთ მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომლებიც მაქსიმუმ 2-3 დღეში საქართველოში იქნება და მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადავცემთ.იმედს ვიტოვებთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ სტიქიასთან გამკლავებას", - დაწერა კომპანიამ გუშინ, 25 თებერვალს.

Wissol ჯგუფი

"Wissol - ვისოლი უერთდება ინიციატივას და საწვავით ეხმარება საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაცია-ის წევრ მანქანებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან გურიაში მოსახლეობის დასახმარებლად გაემგზავრნენ.

მადლობა ყველას, ვინც ინიციატივაში მონაწილეობს. ვისაც სურვილი გაქვთ, დისტანციურად ჩაერთოთ პროცესში ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ოფ-როუდერთა გვერდზე".

SOCAR Georgia Petroleum

გურიაში, დიდთოვლობის გამო დაზარალებულთა დასახმარებლად SOCAR Georgia Petroleum ვდგავართ საინიციატივო ჯგუფების გვერდით და საწვავით უზრუნველვყოფთ Off-road Club Georgia-ს, რომელიც უმოკლეს ვადაში დაიძვრება რეგიონისკენ, რათა დაზარალებულ ოჯახებს სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება მიაწოდოს.

ასევე, დროული რეაგირებისთვის, მუდმივად ვაახლებთ ინფორმაციას შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით.

ერთად უფრო სწრაფად და ეფექტურად დავეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

Wondernet Express Investment Group

"მივიღეთ გადაწყვეტილება, არსებული რესურსებით, მათ შორის, ტექნიკით, 24-საათიან რეჟიმში დავეხმაროთ, აჭარისა და გურიის მოსახლეობას".

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია

"შექმნილი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იმ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის, რომლებისთვისაც შესაძლებელია რეგიონში ვერ ხერხდება, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მიწოდება, ასოციაცია გამოხატავს მზაობას, მისი წევრი კომპანიების მხარდაჭერით, მაქსიმალურად უზრუნველყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე პროდუქციის მიწოდება.

პირთა იდენტიფიცირებისათვის, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან და შესაბამის უწყებებთ კოორდინაციის ფარგლებში მარშუტების დაგეგმვისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ასოციაციის სოციალურ პლატფორმაზე FACEBOOK (Messenger) ან/და ელ-ფოსტაზე [email protected]".

Samkervalo-Bar

"ვფიქრობთ, რომ ასეთ დროს ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერი ინიციატივა მნიშვნელოვანია

ბარში შემოსული თანხის 30% სრულად გადაირიცხება გურიაში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად!

ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

მოდი, გავაერთიანოთ მუსიკა, სითბო და კეთილი საქმე!".

ჯისთორი

გაგზავნა ფოვერბანკები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის.

სანდომი

"#სანდომი გურიისთვის

ქ.ოზურგეთში , კოსტავას ქუჩა #1 (სპორტსკოლა) გროვდება პროდუქტი გურიის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენ უკვე ჩავერთეთ".

PCShop.ge

"გურიის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. PCShop.ge-ს გუნდი გვერდით უდგას მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. ჩვენი მხრიდან გამოყოფილი იქნა საჭირო ტექნიკა და რესურსები, რათა მათ კომუნიკაციის აღდგენა გაუადვილდეთ.

ამ მძიმე დროს, ერთიანობა ყველაზე დიდი ძალაა".

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა