თეგებით ძიება

იცი ე.წ. "ჩეხური კორპუსების" ისტორია? - გაიგე მეტი

დღესდღეობით მოსახლეობაში, ჯერ კიდევ საკმაო პოპულარობით სარგებლობს საბჭოთა დროს აშენებული ე.წ. "ჩეხური კორპუსები". ბევრის აზრით ამ პროექტის კორპუსები იდეალური სიმტკიცითა და დიდი ფართის ბინებით გამოირჩევა. ზოგადად, სსრკ-ის პერიოდში შენობათა უმეტესობა, მასობრივად და უხარისხოდ შედებოდა მზა სამშენებლო კონსტრუქციებით (პანელი, მსხვილი ბლოკები და ა.შ.). მასობრივი საბინაო მშენებლობა 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო და დროთა განმავლობაში დაიხვეწა.

"ჩეხური კორპუსები" ხრუშჩოვის ან ბრეჟნევის პერიოდის სხვა კორპუსებისგან მართლაც გამოირჩეოდა ხარისხით, თუმცა ცხადია იდეალური ნამდვილად არ იყო. მისი სახელის გარშემო ხშირია დისკუსია, ზოგი თვლის რომ მას შეცდომით უწოდებენ ჩეხურს და რეალურად "ჩიხური" ჰქვიოდა (ორივე მხრიდან სადარბაზოს არსებობის გამო), ზოგიც კი აცხადებს რომ კორპუსის მშენებლობაში ჩეხები იყვნენ ჩართულნი.

9 სართულიანი, მსხვილბლოკიანი 1Г-450-УС სერიის ე.წ. ჩეხური კორპუსის მოდიფიცირებული ვერსია (1970-იანი წლების მეორე ნახევარი)

რეალურად ამ ტიპის კორპუსების პირველი ვერსია 1969 წელს თბილისში მომზადდა, მშენებლობის სამინისტროსთან არსებულ საპროექტო ინსტიტუტში. მას ასევე მოიხსენიებდნენ "გლდანი 2"-ის სახელით, რადგან სწორედ ამ დროს დაგეგმარდა გლდანის მასივი და დაიწყო მსგავსი კორპუსების მშენებლობა (პირველად ჩაბარდა 1971-72 წლებში).

II-18/12 სერიის პანელის/მასობრივი ბლოკების სტანდარტული კორპუსი მოსკოვიდან

კორპუსების მშენებლობაში არც ჩეხები იყვნენ ჩართულნი და არც ჩეხური ტექნოლოგიები გამოუყენებიათ მის დასაპროექტებლად. ეს კორპუსები წარმოადგენდა საერთო საკავშირო სერიის, რუსული II-18/12-ის ქართულ მსხვილბლოკიან ვერსიას. ის მოსკოვში 1965 წელს შეიმუშავეს და მასობრივად ჩაბარდა 1967-1973 წლებში.

მშენებარე ნუცუბიძის პლატო და კუთხეში "ჩეხური" კორპუსი, 1970-იანი წლები.

1970-1980-იან წლებში ამ ტიპის ათასობით კორპუსი აშენდა: გლდანში, საბურთალოზე, თემქაზე, ვარკეთილში, მუხიანში და ა.შ. არსებობს სხვადასხვა მოდიფიკაციები. უმაღლეს სამომხმარებლო იდელას საბჭოთა ადამიანისთვის ჩეხური კორპუსის 4 ოთახიანი ბინა წარმოადგენდა, რომლის ფართით 95-110 კვ.მ. იყო. რაც იმ დროინდელ ბინებს შორის მართლაც ყველაზე დიდი იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა