თეგებით ძიება
28. 02. 2025 ბიზნესი

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, იანვარში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%-ით არის გაზრდილი.

"2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში," - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა