თეგებით ძიება
02. 03. 2025 ბიზნესი

საბურავების იმპორტი 23%-ით გაიზარდა - საიდან შემოგვაქვს ახალი და მეორადი საბურავები?

საქართველოში საბურავების იმპორტი 23%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში 6,5 მლნ აშშ დოლარის 3000 ტონაზე მეტი ახალი და მეორადი საბურავი შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2024 წლის იანვარში საბურავების იმპორტმა 5,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2600 ტონა შეადგინა.

რაც შეეხება გასულ წლის ჯამურ მონაცემებს, საქსტატის მონაცემებით, იმპორტმა 112,3 მლნ აშშ დოლარი (42,914 ტონა) შეადგინა. 2023 წელს კი უფრო ნაკლები - 106,5 მლნ აშშ დოლარის 43,560 ტონა ახალი და მეორადი საბურავი შემოვიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი საბურავების იმპორტი აჭარბებს მეორადი საბურავების იმპორტს.

რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, საქსტატი მეორადი და ახალი საბურავების იმპორტს ცალ-ცალკე ითვლის, ამიტომ გთავაზობთ საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალს ცალ-ცალკე. ახალი საბურავების უმრავლესობა ჩინეთიდან შემოგვაქვს, ხოლო მეორადები გერმანიიდან და იაპონიიდან.

2024 წლის ჯამური მონაცემების მიხედვით, ახალი რეზინის პნევმატური სალტეების და საბურავების საიმპორტო ქვეყნები შემდეგია:

ჩინეთი - 51,4 მლნ აშშ დოლარი, 17 612 ტონა

თურქეთი - 12,6 მლნ აშშ დოლარი, 2 844 ტონა

რუმინეთი - 8,3 მლნ აშშ დოლარი, 739 ტონა

იაპონია - 5,6 მლნ აშშ დოლარი, 1105 ტონა

ვიეტნამი - 4 მლნ აშშ დოლარი - 1440 ტონა

ტაილანდი - 1,9 მლნ აშშ დოლარი, 488 ტონა

კორეის რესპუბლიკა - 1,5 მლნ აშშ დოლარი, 315 ტონა

სერბეთი - 1,2 მლნ აშშ დოლარი, 273 ტონა

პოლონეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი, 82 ტონა

ჰონკონგი - 1 მლნ აშშ დოლარი, 445 ტონა

2024 წლის ჯამური მონაცემების მიხედვით, მეორადი, ნახმარი რეზინის პნევმატური სალტეების და საბურავების საიმპორტო ქვეყნები კი შემდეგია:

გერმანია - 4,1 მლნ აშშ დოლარი, 4130 ტონა

იაპონია - 4,1 მლნ აშშ დოლარი, 3255 ტონა

ბულგარეთი - 2,4 მლნ აშშ დოლარი, 2392 ტონა

შვეიცარია - 2,2 მლნ აშშ დოლარი, 2132 ტონა

ნიდერლანდები - 1 მლნ აშშ დოლარი, 1212 ტონა

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 მლნ აშშ დოლარი, 1046 ტონა

ავსტრია - 744 510 აშშ დოლარი, 667 ტონა

რუმინეთი - 446 880 აშშ დოლარი, 406 ტონა

რუსეთი - 213 710 აშშ დოლარი, 204 ტონა

ბელარუსი - 53 480 აშშ დოლარი, 199 ტონა

რაც შეეხება საბურავების ექსპორტს, მისი თითქმის სრული მოცულობა რეექსპორტზე მოდის. 2025 წლის იანვარში ქვეყნიდან 1,6 მლნ აშშ დოლარის 208 ტონა ახალი და 20 730 აშშ დოლარის 22 ტონა ნახმარი საბურავი გავიდა.

წყარო: bm.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა