თეგებით ძიება

"უძრავი ქონების სექტორს ყველამ ფრთხილად უნდა უყუროს - აქ შეიძლება კრიზისი დაიწყოს სწრაფად“ - ლევან ფხაკაძე

"მე ვთვლი, რომ უძრავი ქონების სექტორს ყველა სექტორის მოთამაშემ და სახელმწიფომაც ფრთხილად უნდა უყუროს,“ - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ დამფუძნებელმა ლევან ფხაკაძემ განაცხადა.

როგორც ფხაკაძემ განაცხადა, უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორია ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.

მისივე შეფასებით, სექტორი მიმდინარე პროცესების მიმართ მყისიერად რეაგირებს, კრიზისის თავიდან ასარიდებლად კი საჭიროა სიფრთხილე ყველა სექტორის და სახელმწიფოს მხრიდან.

„გვესმის რომ უძრავი ქონების სექტორი არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი მშპ-ში და გეთანხმებით, რომ აქ შეიძლება კრიზისი დაიწყოს სწრაფად/მყისიერად და ერთი-ორმა წარუმატებელმა კომპანიამ და ინვესტორმა აბსოლუტურად შეცვალოს უძრავი ქონების სექტორი. ასე რომ, გაფრთხილება მართებთ, პირველ რიგში, ინვესტორებს, რადგან გვესმის ის პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს ჩვენი მობინადრეების წინაშე.

მეორე რიგში, ბუნებრივია ბანკებთან გვჭირდება უფრო მეტი თანამშრომლობა და ალბათ, უფრო მეტად გაიოლება რეგულაციების, მაგრამ ამავდროულად, ბანკები უნდა დარჩნენ მომთხოვნები, რომ შეძლონ ბოლომდე აკონტროლონ პროექტების მიმდინარეობა.

სასიამოვნო იყო როცა ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას შეამცირა ფიზიკური პირების დაკრედიტება. თუ კიდევ იქნება დამატებითი ნაბიჯები, რაც წაახალისებს გაყიდვებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება სექტორს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა