თეგებით ძიება

"ზამთრის ცივი დღეები მოგონებას ჩაჰბარდება და ახალ ისტორიას გაზაფხულის მშვენიერი კვირტები დაწერს“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.

"ამინდის თვალსაზრისით საქართველოში ზამთრის ცივი დღეები მოგონებას ჩაბარდება და ახალ ისტორიას გაზაფხულის მშვენიერი კვირტები დაწერს.

პირველ რიგში აუხლოესი დღეების პროგნოზი მიმოვიხილოთ; მომდევნო 3 დღის განმავლობაში მთელს ქვეყანაში უნალექო ამინდი იქნება, მეტნაკლებად დაგვითბება, მაგრამ არა საგრძნობლად, დასავლეთში სუსტი ქარი იქროლებს, აღმოსავლეთში კი დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

შაბათ-კვირას ტემპერატურა მომატებას დაიწყებს და მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში ზოგან +20 გრადუსს გადააჭარბებს, ანტიციკლონი მზიან და უღრუბლო დღეებს  გრძელვადიანი პერსპექტივით გვაჩუქებს. 

აქე გეტყვით იმასაც, რომ ვინაიდან დათბობა იწყება ნელა, იმ რეგიონებში სადაც ამჟამად მაღალი თოვლის საფარია, რაიმე საფრთხის წინაპირობა ამ გადასახედიდან არ არსებობს. 

ვიფიქროთ კარგზე...", - წერს მეტეოროლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა