რა უნდა იცოდეთ ბინის შეძენისას, რომ თავიდან აიცილოთ დამატებითი ხარჯები და პრობლემები
ბინის შეძენისას ყველაზე ხშირად მყიდველები ყურადღებას ამახვილებენ კვადრატული მეტრის ფასზე, მაგრამ იშვიათად ეკითხებიან კომპანიას, შედის თუ არა ამ ფასში აბინირება და გამრიცხველიანობა. შედეგად, ბევრ მათგანს მშენებლობის დასრულების შემდეგ სიურპრიზი ხვდება - როცა ირკვევა, რომ კომუნალური ქსელებთან მიერთებისთვის დამატებითი თანხის გადახდა უწევთ.
რა არის აბონირება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
აბონირება გულისხმობს, რომ ბინას აქვს სრულფასოვნად მიერთებული ელექტროენერგია, გაზი და წყალი, რაც ნიშნავს, რომ მფლობელი ყიდულობს საცხოვრებლად სრულიად მზად ბინას. თუ ეს არ არის ფასში გათვალისწინებული, მყიდველს თავად უწევს:
- ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვება;
- კომუნალურ კომპანიებთან ვიზიტები;
- რიგების დგომა და პროცესის გაწელვა რამდენიმე თვეზე;
- ათასობით ლარის გადახდა დამატებით.
ეს პროცესი დროში გაწელილი და რთული ხდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მყიდველის წინაშე ამ ვალდებულებაზე არ უმსჯელია.
რას ნიშნავს ეს ფინანსურად?
მოდით, ავიღოთ 59 კვ.მ ბინა ორ სხვადასხვა შემთხვევაზე:
1️⃣ პროექტი, სადაც აბონენტირება და გამრიცხველიანება შედის ფასში
2️⃣ პროექტი, სადაც მყიდველმა ეს ყველაფერი თავად უნდა მოაგვაროს
როგორ აისახება ეს მყიდველისთვის?
✅ პირველ პროექტში მყიდველი იძენს ბინას, რომელიც მზად არის საცხოვრებლად, კომუნალური კავშირები უკვე შეყვანილია და მომხმარებელს დამატებითი ხარჯები აღარ აწუხებს.
❌ მეორე პროექტში მყიდველს 5500 ლარამდე-მდე დამატებითი გადასახადი აქვს, რაც ხშირად არ არის გათვალისწინებული ბინის შეძენისას. ამას ემატება დროის ხარჯიც, პროცესის დასრულებას შესაძლოა 2-4 თვე დასჭირდეს, რადგან სხვადასხვა კომუნალური სერვისი სხვადასხვა ბიუროკრატიულ პროცედურას მოითხოვს.
როგორ დავიცვათ თავი მსგავსი პრობლემისგან?
✔️ ყოველთვის ჰკითხეთ კომპანიას, შედის თუ არა აბონენტირება და გამრიცხველიანება ბინის ფასში;
✔️ მოითხოვეთ ეს პირობა ხელშეკრულებაში დაფიქსირდეს;
✔️ შეამოწმეთ, დასრულებულ პროექტებში როგორ არის ეს საკითხი მოგვარებული;
✔️ თუ კომპანიას ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს, დიდი შანსია, რომ ეს ხარჯები თქვენ დაგეკისრებათ.
ბინის ყიდვა მხოლოდ კვადრატული მეტრის ფასით არ უნდა განისაზღვროს - მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას იღებთ ამ ფასში. ასე თავიდან აიცილებთ ისიამოვნო სიურპრიზებს, დროს არ დაკარგავთ და ბინის შეძენის შემდეგ საცხოვრებლად უფრო სწრაფად გადახვალთ.