თეგებით ძიება

790 000-დან 2.6 მილიონ დოლარამდე - გასაყიდი კუნძულები

მდიდრებისთვის ცხოვრება ბევრად მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსეა, ვიდრე საშუალო ან თუნდაც დაბალი ფენის ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ფულით ბედნიერება ნამდვილად ვერ იყიდონ - მათ აქვთ საშუალება იყიდონ მთლიანი კუნძულებიც კი.

Middle Calf კუნძული - დასავლეთი კორკი, ირლანდია: 790,000 აშშ დოლარი

ეს კერძო კუნძული ირლანდიის სანაპიროსთან მდებარეობს. შესაძლოა, ცოტა მოკრძალებული ჩანდეს, მაგრამ ის გამოირჩევა ფართო და წარმოუდგენელი ხედებით. კუნძულის ფართობი 64 ჰექტარია.

ის იყიდება დაახლოებით 790,000 აშშ დოლარად.

კუნძული Spectacle, კანადა: 1.1 მილიონი დოლარი

კუნძული, რომელიც კანადაში, ინდიან პოინტის სანაპიროსთან მდებარეობს, მართლაც შესაშური აღმოჩენაა. მისი ფართობი 9 ჰექტარია. სიგრძეზე გარშემორტყმულია ტყით, თუმცა აქვს ქვიშიანი პლაჟიც.

Spectacle-ს მოყვება 2012 და 2013 წლებში აშენებული კოტეჯები. ისინი შექმნილია თევზის დასასაწყობებლად.

კუნძული Table Rock, კანადა: 1.6 მილიონი დოლარი

ბევრი მიიჩნევს, რომ ონტარიოს ყურის მკაცრი კლიმატისა და კლდოვანი რელიეფის გამო, ეს კუნძული მიმზიდველი არ არის. თუმცა ცნობილმა არქიტექტორმა უილიამ გრიერსონმა გადაწყვიტა ის ულამაზეს ადგილად ექცია.

St. Elmo (წმინდა ელმოს) კუნძული, ნიუ-იორკი: 1.9 მილიონი აშშ დოლარი

ნიუ-იორკის Thousand Islands რეგიონის გულში, პრესტიჟულ მონაკვეთზე, რომელიც ცნობილია როგორც Millionaire's Row, ეს 2,4 ჰექტარის ზომის კერძო კუნძული 1,9 მილიონ აშშ დოლარად იყიდება.

უძრავი ქონების სააგენტო Vladi Private Islands აღწერს წმინდა ელმოს კუნძულს, როგორც მდინარისპირა ოაზისს. კუნძული სულ დაახლოებით 16 ადამიანს იტევს. მისი ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ კეთილმოწყობილია.

კუნძული Motu Orama, საფრანგეთი: 2.6 მილიონი აშშ დოლარი

ცნობილი როგორც Motu Orama, ეს მომხიბლავი ტროპიკული კუნძული ტაიტის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 322 კმ-ში მდებარეობს. Private Islands Inc.-ის ინფორმაციით, ის დაახლოებით 2.6 მილიონ აშშ დოლარად იყიდება.

წყარო - loveproperty.com


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა