თეგებით ძიება

ქობულეთში საცხოვრებელი ბინები 11%-ით გაძვირდა, გაყიდვები კი შემცირდა

2024 წელს ქობულეთში 654 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია ისიც, რომ ქობულეთში ტრანზაქციები წლიურად 33%-ით არის შემცირებულია. კერძოდ, 2023 წელს ზღვისპირა ქალაქში 969 ბინა იყო გაყიდული.

"მიუხედავად გაყიდვების ვარდნისა, გაზრდილია ფასები. ამ შემთხვევაში მატებამ 11% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 2024 წელს 992 დოლარი იყო, 2023 წელს კი 890 დოლარი.

ქობულეთში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია. 2024 წელს გაყიდვების წლიურად 33%-ით შემცირების მიუხედავად, ფასმა ზრდა განაგრძო და თითქმის 1000 დოლარს გაუტოლდა,“ - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა