ვიტრაჟებიანი სახლი – ძველი თბილისის არქიტექტორული სამკაული
ბეთლემის ქუჩაზე მდებარე სახლი ერთადერთი შენობა თბილისში, რომელსაც უნიკალური, ვიტრაჟებიანი სადარბაზო აქვს. მე-19 საუკუნის ულამაზესი შენობა უცხოელი ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი მიმზიდველი სანახაობაა. სახლი მნახველს თავისი მდიდრული ვიტრაჟებით ხიბლავს, რომლებიც ჩამავალი მზის შუქზე განსაკუთრებით ლამაზი სანახავია. ამ დროს ფერადი მინებიდან დაფენილი ათასფერი შუქი ზღაპრულ გარემოს ქმნის. ამ სახლს უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს, ის ფოტოგრაფებისთვისაც საყვარელი ადგილია.
ვიტრაჟებიანი სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა და იმდროინდელი არქიტექტურული ტენდენციების გავლენას ასახავს. სახლი იმ პერიოდზე მეტყველებს, როდესაც თბილისში სხვადასხვა კულტურების გავლენა გაძლიერდა.
ბეთლემის ქუჩა თბილისის ძველ უბანში მდებარეობს და იგი ტურისტულად ქალაქის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.
ვიტრაჟებიან სახლში რეგულარულად იმართება გამოფენები, კონცერტები და სხვა ღონისძიებები.