თეგებით ძიება

დიდ დიღომში ბინების ფასი 71%-ით გაიზარდა - იხილეთ ანალიზი

თბილისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, მზარდი საცხოვრებელი უბანი - დიდი დიღომი, რომელიც საბურთალოს რაიონს ეკუთვნის მდგრად განვითარებას განაგრძობს. მრავალი საცხოვრებელი კომპლექსი, მწვანე სივრცეები და განვითარებული ინფრასტრუქტურა - უბანს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვადად აქცევს (თბილისში გაყიდული ბინების 15% მასზე მოდის)

უკანასკნელ 10 წელიწადში დიდ დიღომში ბინებზე ფასი 71%-ით გაიზარდა, 1 კვ.მ.-ის ღირებულება 700 დოლარიდან (2015) - 1200 დოლარამდე (2025) ავიდა. სტატისტიკა ასახავს უძრავი ქონების ბაზარზე, ძველი და ახალი ბინების ფასების ცვლილებას.

დასავლეთიდან დედაქალაქში ჩამოსული ოჯახებისა და სტუდენტების მხრიდან მაღალი მოთხოვნა - დიდი დიღმის უძრავი ქონების ბაზარს მნიშვნელოვან მუხტს აძლევს. ასევე მაღალია მოთხოვნა ქირაზე, რაც ფასებზეც აისახება. 1 კვ.მ. ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი თითქმია 10 დოლარს აღწევს. ინვესტიციის ამონაგების მიღების საშუალო პერიოდი კი 12-15 წელია.

ფასის ზრდის ძირითადი ფაქტორებია: ინფლაცია, მშენებლობის გაძვირება, მოთხოვნის ზრდა, მაღალი საინვესტიციო პოტენციალი, სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება და სხვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა