5 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სანამ ბინას შეიძენთ
ბინის შეძენა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში იმ უაღრესად დადებით ემოციებს უკავშირდება, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ახლავს თან. უძრავ ქონებაში ინვესტირება თქვენი ფინანსების ყველაზე გონივრული დაბანდებაა. რასაკვირველია ამ ნაბიჯებს დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და გავითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდეთ.
1 - სასურველი პროექტის ლოკაცია
თანამედროვე აჩქარებულ სამყაროში, კრიტიკულ საჭიროებას წარმოადგენს სათანადო ლოკაცია, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება გამართული ინფრასტრუქტურით. სამწუხაროდ, დღესაც კი წარმოადგენს საცხოვრებლების გარკვეული ნაწილისთვის კეთილმოწყოფილი ინფრასტრუქტურა პრობლემას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მწვანე სივრცეები, უსაფრთხო გარემო, სავაჭრო და კომერციულ ობიექტებთან სიახლოვე - ეს ყველაფერი თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის გადამწყვეტია. აღსაღნიშნავია, რომ რაც არ უნდა რთული იყოს ეს თბილისში, ბევრის სურვილია ქალქის ხმაურისგან იზოლაცია და სიმყუდროვე. ამისათვის კი მეტი ყურადღება სულ უფრო განვითრებად ფართო ცენტრსა და გარეუბნებს უნდა მიაქციოთ.
2 - ბინის პროექტი
აუცილებელია ბინის პროექტის შერჩევისას კონსულტაციები გაიაროთ. თქვენი ბინის პროექტი უახლოესი წლები და შესაძლოა ათწლეულებიც თქვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ყველა პროექტს თქვენი სურვილიდან გამომდინარე მისი სპეციფიკა აქვს. ეს დამოკიდებულია შინამეურნეობის ზომაზეც. მაგალითად პატარა ბინაში, ფართი მაქსიმალურად სწორად უნდა აითვისოთ. სივრცე უნდა იყოს განათებული მზის სხივებით, სასურველია ყველა საძინებელს ჰქონდეს ფანჯარა. სწორი პროექტირება საქმის ფუნდამენტური საკითხია.
3 - საპარკინგე სივრცეები
დღეს მოსახლეობის უმეტესობას ერთი და ხშირად მეტი ავტომობილი ჰყავს. პარკირების არარსებობის შემთხვევაში თქვენ მეტი დროის დახარჯვა მოგიწევთ, რაც უარყოფითად აისახება თქვენი ცხოვრების ხარისხზე. რადგან სტაბილური საპარკინგე სივრცის არსებობა დიდ ქალაქებში ხშირად პრობლემურია, ბინის ყიდვისას ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინო, რათა სამომავლოდ პრობლემები არ შეგექმნას. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტში, მომავალ ბინას თავისი საპარკინგო სივრცეც უნდა ჰქონდეს.
4 - თქვენი ფინანსური შესაძლებლობები
კარგად გადახედეთ თქვენს შემოსავალს, დანაზოგს და პოტენციალს. აუცილებლად მიბრძანდით შეხვედრაზე პირად მრჩეველთან / გაყიდვების მენეჯერთან და გაიარეთ დეტალები. ხშირად სტანდარტული პირობები შესაძლოა მოირგოთ ინდივიდუალურად. კომპანიებს სხვადასხვა პირობები აქვთ, ამიტომ უპრიანი იქნება გაეცნოთ მათ. ნუ შეგაშინებთ გადადგათ ამგავრი ნაბიჯი.