თეგებით ძიება

ე.წ. სტალინური სახლების ისტორია და თავისებურებები - რატომაა ისევ პოპულარული?

სტალინური არქიტექტურა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტილია, რომელიც 1933-1955 წლებში ჩამოყალიბდა. ეს მიმდინარეობა ხასიათდებოდა მასშტაბურობით, სიმყარითა და დეკორატიული ელემენტებით. განსაკუთრებით მოთხოვნადია ე.წ. „სტალინკები“ – ბინები, რომლებიც დღესაც უძრავი ქონების ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს.

1933 წელს ბორის იოფანის „საბჭოების სასახლის“ პროექტის დამტკიცების შემდეგ, საბჭოთა არქიტექტურაში მონუმენტალიზმისა და კლასიციზმის ტენდენციები გაძლიერდა. 1930-იანი წლების ბოლოსა და 1950-იანების დასაწყისში თბილისში აქტიურად შენდებოდა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ნაგებობები, რომლებიც ახალი არქიტექტურული სტილის დამკვიდრებას უწყობდა ხელს.

„სტალინკები“ გამოირჩევა:

  • მაღალი ჭერებით (3-4 მეტრი);
  • მასიური აგურის კედლებით (სითბოსა და ხმის საიზოლაციო ფუნქციით);
  • მდიდრული ფასადებით, მარმარილოსა და ბუნებრივი ქვების გამოყენებით;
  • დიდი ფართის ბინებით (50-210 კვ.მ);
  • ცენტრალური ადგილმდებარეობით (რუსთაველი, ვაკე, საბურთალო და სხვა უბნები).

სტალინური სახლები თავდაპირველად საბჭოთა ელიტისთვის შენდებოდა, თუმცა მოგვიანებით ისინი მასწავლებლებს, ექიმებსა და მსახიობებსაც ერგოთ. კორპუსები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, მოედნებზე და სანაპიროებზე განლაგდა, მათი პროექტირება კი მკაცრ სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა