ავარია დმანისში - გავრცელებული ცნობით, 2 ადამიანი დაიღუპა
დმანისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ამოტრიალდა. გავრცელებული ცნობით, ავარიას 18 და 19 წლის ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალი ამ ეტაპზე უცნობია.