ქვის ცვენის და ზვავების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთებზე, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვის ცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.