თეგებით ძიება

დეველოპერებმა პროექტების დაფინანსება, შესაძლოა, ბანკების ალტერნატიული საშუალებებით დაიწყონ“ - "აპარტ ჯგუფი"

კომპანია "აპარტ ჯგუფი"-ის CEO-მ, ვახტანგ ჩქარეულმა უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

კითხვაზე, რა რისკებს აჩენს საბანკო სექტორის მხრიდან დეველოპერული პროექტების დაფინანსების შეწყვეტა, ჩქარეული პასუხობს, რომ საფინანსო ინსტიტუტების დროებითი გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაფინანსების ალტერნატიული ბაზრების განვითარების წინაპირობა გახდეს.

„ყველა ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და მათ შორის ბანკიც, ყველა ცდილობს რისკების დივერსიფიკაციას. როცა კონცენტრაცია რომელიმე პორტფელში გეზრდება, ცხადია ანელებ სესხების გაცემას. ამ მხრივ პრობლემა არასდროს ექმნება უკვე დაფინანსებულ და მიმდინარე პროექტებს, აქ საუბარია ახალ პროექტებთან მიმართებით, რომლებისთვისაც ნებართვები გაიცა. ამ პროცესსაც თან სდევს ახალი შესაძლებლობების გაჩენა. შესაძლებელია, რომ მათ შორის დიდმა დეველოპერებმა ბანკების ალტერნატივებზე იფიქრონ და კაპიტალის ბაზარი გაძლიერდეს, დაიწყონ ალტერნატიული საშუალებებით პროექტების დაფინანსება.

მოლოდინებს რაც შეეხება, არავის იმაზე მეტად არ სტკივა გაუარესებული ვითარება ვიდრე თავად ბიზნესს. ამ მხრივ ჩემი ჯგუფის სახელით ვიტყვი, რომ მხოლოდ 2025 წელს 250 მლნ დოლარის პროექტებს ვგეგმავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვუყურებთ ბაზარს ნეგატიურ კონტექსტში.

ბოლო 7-8 წელში ჩვენს სექტორში მოზიდული ინვესტიციები შეადგენდა 700-800 მლნ დოლარს, თუ ის მოლოდინები, რაც უკვე გაჩნდა იგივე EMAAR-თან მიმართებით და გამართლდება, მომდევნო 5-6 წელში ველოდებით 6 მლრდ-მდე ინვესტიციას. ამ მხრივ ჩვენს ბიზნესზე ვხედავთ ამ ინვესტიციების რეალიზებას იმდენად რამდენადაც სპარსეთის ყურიდან სულ სხვა დაინტერესება მოდის ჩვენი ქვეყნის მიმართ. მათ შორის ჩვენ ჯგუფს აქვს მოლაპარაკება 25 მლნ დოლარამდე ინვესტიციაზე დღეს“, - განაცხადა ვახტანგ ჩქარეულმა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა