თეგებით ძიება

სტამბოლის მერის დაკავებას თურქული ლირის რეკორდული ვარდნა მოჰყვა

თურქეთის პოლიციამ დააკავა სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ. მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ექრემ იმამოღლუ თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარ მეტოქედ განიხილება.

ადგილობრივი მედიის მიერ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების მიხედვით, გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მეგაპოლისის მერი და თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი დააკავეს, ეხება უკანონო ტენდერებს, თაღლითობასა და მექრთამეობას.

ასევე, „ტერორისტებთან“, კერძოდ, თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობას. თურქული მედიის ცნობითვე, სტამბოლის მერის გარდა, ეჭვმიტანილია 100-მდე პირი.

სტამბოლის მერის დაკაების შემდეგ, 19 მარტს თურქული ლირა 12.7%-ით გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე 1$ = 42₺ დაეცა.

ასევე მკვეთრად გაუფასურდა ობლიგაციები და აქციები. საერთაშორისო ობლიგაციების ღირებულება 1 ცენტით, აქციების კი 6%-ით შემცირდა.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს უცხოური ვალუტის რეკორდული რაოდენობა მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, პარტიამ იმამოღლუს დაკავებას უწოდა „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ”. თავად ექრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა