სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება - როგორი იქნება ახალი ესტაკადა (ფოტოები)
თბილისში, სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მოეწყობა. დედაქალაქის მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტის შედგენისთვის შესყიდვა 19 მარტს გამოაცხადა (ბაზრის კვლევა). პრეტენდენტებმა კი 24 მარტამდე უნდა წარადგინონ წინადადება.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ორზოლიანი ხიდი სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს. ჯამში 280 მეტრი სიგრძის მქონე ხიდი იქნება სპირალისებური, დაიწყება დადიანის ქუჩიდან და დაეშვება სადგურის მოედანზე.
„ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7-მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18-მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, აღნიშნული კვანძის პროექტი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. პროექტში წარმოდგენილია მაგალითები იმისა, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიოს სხვა ქალაქებში რკინიგზაზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდები: