თეგებით ძიება
20. 03. 2025 ვიდეო

"გაეცით მოწყალება და რასაც დღეს მისცემთ იმპულსს ის დაგებედებათ“ - 20 მარტს ასტროლოგიური ახალი წელია! (ვიდეო)

2025 წლის 14 მარტს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება იყო ქალწული-თევზების ზოდიაქალურ ღერძზე. ეს დღეები თითოეული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 14 მარტს დაბნელების დერეფანი იწყება და 29 მარტს მზის დაბნელებით დასრულდება. ამავე პერიოდში, ორი პლანეტა - ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია.

თანამედროვე გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 2025 წლის 1 იანვარს დაიწყო, თუმცა წელს ვერძის სეზონი 2025 წლის 20 მარტს იწყება, რაც ნიშნავს იმას რომ დღეს ასტროლოგიური ახალი წელია! - რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ მზებუდობას? 

აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგი და ნუმეროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს:

„ცოტა უცნაური და საინტერესო პერიოდი გვაქვს. ქაოტური პერიოდია და მოქმედებს რეტრო მერკურიც, რაც ადამიანების ემოციურობაზე აისახება. რის შედეგადაც სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. მაქსიმალურად დადებითად და პოზიტიურად გავატაროთ დღე. კარგია დღეს დავწმინდოთ ფანჯრები და დავალაგოთ სახლი ახალი ენერგიის მოსაზიდად.დღეს კატეგორიულად არ გირჩევთ საქმის გარჩევას…

ზამიოკულკასს თუ გაუყვითლდა ფოთოლი, ეს ნიშნავს რომ ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი.

განვაახლოთ საკუთარი თავი, რას გვინდა და გვსურს მივაღწიოთ? - მიზანი ჩამოვწეროთ.

კარგი იქნება პურის გამოცხობა, თუ არის შესაძლებლობა ღვეზელიც კი - რაც გაგაერთიანებთ და გაგახარებთ.

ასევე, შეიძლება ამ ღვეზელებში მონეტების, ბეჭდის და სხვა ნივთების მოთავსება, რასაც აირჩევთ, სწორედ იმას მიიზიდავთ.

დაიმახსოვრეთ, თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ დაეხმარეთ. გაეცით მოწყალება და რასაც დღეს მივცემთ იმპულსს ის დაგებედებათ“, - ამბობს ნინა სუსლოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა