ფეხბურთის ქომაგების რიგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე - რას ვითარებაა ადგილზე? (ვიდეო)
დღეს ერევანში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მეზობელ სომხეთს დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ბილეთები მთლიანად გაყიდულია.
განსაკუთრებულად ემზადებიან ქართველი ქომაგები - მათ მატჩზე დასასწრებად ერევანსაც მიაშურეს.
საგანგებოდ, მატჩისთვის შეკრებილი და დაორგანიზებული ქართველების კოლონა ერევნისკენ დღეს დაიძრა.