ზედიზედ მერვედ! - მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ისევ ფინეთია
ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Gallup World Poll-მა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ მონაცემები Oxford Wellbeing Research Centre-თან, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელსა და სარედაქციო კოლეგიასთან ერთად შეაჯამა.
რეიტინგი ეფუძნება ცხოვრების ბოლო სამი წლის ხარისხის საშუალო მაჩვენებელს და ფასდება ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი, ჯანსაღი ცხოვრება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების თავისუფლება, კორუფციისგან თავისუფლება, საიმედო ადამიანის არსებობა და ა.შ.
ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კვლავ ფინეთია. ათეული კი შემდეგია.
ფინეთი
დანია
ისლანდია
შვედეთი
ნიდერლანდები
კოსტა რიკა
ნორვეგია
ისრაელი
ლუქსემბურგი
მექსიკა
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ბედნიერი როგორც აღმოჩნდა რუსეთია. ოკუპანტი ქვეყანა 66-ე ადგილზე იმყოფება 2023 წელთან შედარებით 6 ადგილით დაწინაურდა. 87-ე ადგილზეა სომხეთი (2023 წელს 82), 91-ე საქართველო (2023 წელსაც 91), 94-ე ადგილს თურქეთი იკავებს(2023 წელს 98). ირანი 99-ე ადგილზეა (2023 წელს 100), აზერბაიჯანი 106-ე (2023 წელს 101), ხოლო უკრაინა 111-ე (2023 წელს 105).
ნეგატიური ათეული კი ასე გამოიყურება
138. ლესოთო
139. კომოროსი
140. იემენი
141. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
142. ბოტსვანა
143. ზიმბაბვე
144. მალავი
145. ლიბანი
146. სიერა ლეონე
147. ავღანეთი