თეგებით ძიება

იანვარ-თებერვალში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 25 მლნ. ლარს აღწევს

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 25 მლნ. ლარს აღწევს.

როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 24,499,509.00 ლარი შევიდა. არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ იანვარ-თებერვალში საქართველოს დერეფანი 69 998 სატვირთომ გადაკვეთა.

ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 1%-ით შემცირდა და 179,432,915.50 ლარი შეადგინა.

თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა