მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი
ფეხბურთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ და მოსახლეობისთვის საყვარელ სპორტად ითვლება. ჩემპიონატების დაწყებასთან ერთად, ვნებათაღელვა მატულობს და სპორტსმენები ნამდვილ კერპებად იქცევიან. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ნაგებობებს:
Aviva Stadium (დუბლინი, ირლანდია) - 1 მილიარდი დოლარი
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონი მსოფლიოში. მისი მშენებლობა 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა და ასევე ძვირია მისი შენახვაც. ბილეთები შეიძლება ღირდეს 80-დან 85 დოლარამდე. გარდა ამისა, დამატებითი ხარჯია პარკინგი და “სნექები“.
Wembley Stadium (ლონდონი, ინგლისი) - 1,25 მილიარდი დოლარი
უემბლის სტადიონზე ბილეთის ფასმა თავისუფლად შეიძლება მიაღწიოს 90 დოლარს. პარკინგისთვის რეკომენდირებულია მინიმუმ 40 აშშ დოლარის გამოყოფა.
Corinthians Arena (სან პაულო, ბრაზილია) - 1,5 მილიარდი დოლარი
ბრაზილიის მთავარ სტადიონზე ბილეთის ფასი შეიძლება 100-დან 150 დოლარამდე მერყეობდეს. დაახლოებით 100 დოლარამდე აღწევს პარკინგისა და გამაგრილებელი სასმელების ფასი. სტადიონის გარე ტერიტორიაზე არსებული პარკინგების ფასიც თითქმის იდენტურია იმ ტარიფებისა, რაც შიგნით მოქმედებს.
Olympic Stadium (მონრეალი, კვებეკი) - 1,5 მილიარდი დოლარი
მონრეალის სტადიონის აგება 1,5 მილიარდზე ცოტა მეტიც კი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ რაიონში პარკირების ადგილის პოვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ მაყურებლები იქ ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან.
Cape Town Stadium (კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა) - 1,75 მილიარდი დოლარი
ეს ფუტურისტული სტადიონი დაახლოებით 1,75 მილიარდი დოლარი დაჯდა. ერთი ადგილის სავარაუდო ფასი დაახლოებით 170 დოლარია. თუმცა არსებობს შედარებით დაბალ ფასიანი ადგილებიც. საუკეთესო ადგილზე ბილეთების ღირებულება კი 250 დოლარს აჭარბებს.
Signal Iduna Park (დორტმუნდი, გერმანია) - 2 მილიარდი დოლარი
ამ მეგა სტადიონის აშენება 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. გარდა ამისა, ეს არის ერთ-ერთი სტადიონი, რომელიც ყველაზე ძვირიც ღირს. Vip ადგილი რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, საშუალო დონის კი 500 დოლარსაც აღწევს.