თეგებით ძიება
20. 03. 2025 მსოფლიო

Deutsche Welle: ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ

ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

„ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, რუსული აქტივები უმოძრაოდ უნდა დარჩეს, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აუნაზღაურებს მას ამ ომით მიყენებულ ზარალს“, - ნათქვამია ტექსტში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს.

200 მილიარდ ევროზე მეტი სუვერენული რუსული აქტივების კონფისკაციის წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა.

მათ თავიანთი პოზიცია ევროკავშირის კანონმდებლობითა და ფინანსური მომსახურების ბაზარზე ევროპული კონკურენტუნარიანობისთვის მსგავსი პრეცედენტის საფრთხით დაასაბუთეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა